png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ

  • მსოფლიო
  • 14.12.2021
  • 13:23
თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი და სომხეთი მალე დანიშნავენ სპეციალურ წარმომადგენლებს ურთიერთობების ნორმალიზებისა და ჩარტერული ფრენების აღდგენისთვის.

როგორც Reuters იუწყება, პარლამენტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის განხილვისას ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერევნისა და ანკარას მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლები მოიძიებენ გზებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

გარდა ამისა, ჩავუშოღლუს თქმით, ორი ქვეყანა გეგმავს ჩარტერული ფრენების გახსნას სტამბოლსა და ერევანს შორის.

თურქულ მხარეს გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყების პრესმდივნის ვაან უნანიანის განცხადებით, სომხეთი, ისევე, როგორც ადრე, მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის წინაპირობების გარეშე, რაც ოფიციალური ერევნის ხელისუფლების პროგრამაშია გაწერილი.

თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ და მათ შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან დაკეტილია.

2008-2009 წლებში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დროს ერევანმა და ანკარამ სცადეს ურთიერთობების გაუმჯობესება და საზღვრის გახსნა, მაგრამ ორი გადაუჭრელი პრობლემის - ყარაბაღისა და თურქეთის მიერ 1915 წელს სომხების გენოციდის არ აღიარების გამო - ეს მცდელობა ჩაიშალა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს.

ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა მოსკოვს სთხოვა შუამავლობა თურქეთთან ურთიერთობის დამყარებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge