png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს, თავი კი მსხვერპლად - ლინდა თომას-გრინფილდი

  • მსოფლიო
  • 25.01.2022
  • 22:03
რუსეთი ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს, თავი კი მსხვერპლად - ლინდა თომას-გრინფილდი

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსეთისგან დეესკალაციის ნიშნების დანახვა სურს. „დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ ვიცით სცენარები, რომლებსაც რუსეთი იყენებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოიცავს ზომებს, რომლებიც ღია სამხედრო მოქმედებების ჩარჩოებს სცდება. ხშირად ეს იწყება კიბერშეტევებით, ნახევრად საომარი საქმიანობით, დეზინფორმაციის კამპანიით, რომელიც მიმართულის იმისკენ, რომ დამალონ ფაქტები და შექმნან საბაბი საკუთარი აგრესიისთვის. რუსეთი უკვე დაკავებულია დეზინფორმაციითა და პროპაგანდით და ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს, თავისი თავი კი - მსხვერპლად“, - აღნიშნა ლინდა თომას გრინფილდმა.

ამასთან, დასძინა, რომ რუსეთის ქმედებები გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს ძირს უთხრის.

„კერძოდ, გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ერთ სახელმწიფოს ძალის გამოყენებით არ შეუძლია მეორე ქვეყნის საზღვრების შეცვლა... თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს პირდაპირ გულში მიაყენებს დარტყმას გაეროს წესდებას და როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას აღნიშნა, გახსნის პანდორას ყუთს ყველა ჩვენგანის შფოთვისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიზანია უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარება. ამასთან, აღნიშნა, რომ თუ ამის მიღწევას ვერ შეძლებენ აშშ-სა და მისი მოკავშირეების პასუხი მკაცრი იქნება.

თებერვალში რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარე იქნება. ამის მიუხედავად, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის შემთხვევაში, უშიშროების საბჭო უარს არ იტყვის თავის ვალდებულებაზე შექმნილ სიტუაციას უპასუხოს.

„რუსეთი ვერ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, რათა ხელი შეუშალოს უშიშროების საბჭოს გამართოს ფართო დისკუსია და წინ აღუდგეს მის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიას, რომელსაც მოსკოვი ატარებს არამხოლოდ აქ, ნიუ იორკში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge