png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლონდონი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუს ოლიგარქებს მკაცრი სანქციებით ემუქრება

  • მსოფლიო
  • 30.01.2022
  • 18:49
ლონდონი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუს ოლიგარქებს მკაცრი სანქციებით ემუქრება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები ვერსად დაემალებიან იმ მკაცრს სანქციებს, რომელიც მზადდება ლონდონის მიერ. ამის შესახებ ლიზ ტრასმა SkyNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამის [უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის] პრევენცია, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მდივანმა.

ლიზ ტრასის განცხადებით, ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტის შესახებ განცხადება მომავალ კვირას გაკეთდება.

"ნებისმიერი კომპანია, რომელიც მნიშვნელოვანია კრემლისთვის და რუსეთის რეჟიმისთვის, შესაძლოა დაექვემდებაროს სანქციებს. პუტინის ოლიგარქები ან რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაში არიან ჩართულები, სანქციებს ვერსად დაემალებიან", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.

ლიზ ტრასმა არ გამორიცხა, რომ სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს ბრიტანეთში რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას.

"ყველა ვარიანტი განიხილება. ჯერჯერობით დეტალების გასაჯაროებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ტრასმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს მსგავსი ქმედებები ბრიტანეთში უცხოურ ინვესტიციებზე, ლიზ ტრასმა უპასუხა, რომ "ფინანსურ საკითხებზე მეტად, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაა მნიშვნელოვანი".

ტრასის განცხადებით, ლონდონი განიხილავს უკრაინის შემდგომ დახმარებას, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მათ შორის ფინანსურ დახმარებასა და იარაღით მომარაგებას. ამასთან, მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში განლაგდებიან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, უკრაინელები ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ და არ აპირებენ ადვილად დანებებას. მისივე თქმით, ბრიტანეთი ყველა ღონეს მიმართავს, რათა უკრაინაში შეჭრა რუსეთს ძვირად დაუჯდეს.

ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ლიზ ტრასმა პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებიც არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ ლიზ ტრასი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რის შემდეგაც მოსკოვში გაემგზავრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge