png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 22.02.2022
  • 09:31
პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი  - ზელენსკი

ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მან ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვა მოითხოვა. ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ეუთო-ს სპეციალური სხდომა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აგრძელებს დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკას და არ აყვება პროვოკაციებს.

ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით.

ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. კარგად ვასხვავებთ პროვოკაციებსა და აგრესორის ჯარების შემოტევას. ჩვენს უკან სიმართლეა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ, სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ.

ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არავის არაფერს მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ. რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge