png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხიდაშელი: ჩვენი ოცნება, არ არის მაპის მიღება

  • კომენტარები
  • 18.02.2016
  • 13:36
ხიდაშელი: ჩვენი ოცნება, არ არის მაპის მიღება

„დღეს ჩვენ ნატოსთან უნდა ვილაპარაკოთ წევრობაზე და ეს არის მთავარი ამოცანა ყველასთვის“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით დღეს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე მაპ-ის მქონე ქვეყნებს ოდესმე ჰქონიათ.

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის მაპის მიღება. მაპი „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია დღეს ჩვენს თავზე და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ ვერაფერზე საუბარს... ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არც ერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც მაპი ჰქონია, ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრია, რომელსაც უკვე 10 წელი შეუსრულდა. ასევე ამ ურთიერთობის დასტურია ნატოს ეგიდით საქართველოში გამართული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა წვრთნები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge