png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი გადაეცა

  • საზოგადოება
  • 29.09.2015
  • 14:39
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი გადაეცა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, 5 წლის ვადით გადაეცა. ევროპული დიპლომი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანომ გადასცა.

მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა.

დღესვე, ევრო დიპლომის გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ - ფარგლებში, ფრინველთსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს. პროექტი 2014-2015 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ინკუბატორის შენობა, რომელიც ავტონომიური მზის ელექტროსისტემით აღიჭურვა, ტყვეობაში გამრავლდა 300-მდე ხოხობი, რომელიც სამ სამონადირეო მეურნეობას და რამოდენიმე ოჯახს გაუნაწილდა. თავის მხრივ მეორე წელს, ბენეფიციარების მიერ ტყვეობაში 200-მდე კოლხური ხოხობი იქნა გამრავლებული, მათი უმრავლესობა (150 ) ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში გაუშვეს. ხოლო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, მეგობართა ასოციაციის კოლხური ხოხბის საშენის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 – 2015 წლებში 25 ხოხობი გაუშვეს, მათზე დაწესებულია მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების (ტელემეტრიის) გამოყენებით.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge