png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განცხადება ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

  • კონფლიქტები
  • 09.05.2022
  • 16:31
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განცხადება ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული "არჩევნები" შეუძლებელია იყოს რელევანტური, მაშინ, როდესაც საქართველოს ეს ტერიტორია არის ოკუპირებული.

"უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი „არჩევნები“ ბათილად ითვლება, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებით გადაადგილებულია, მოწყვეტილია საკუთარ მიწას. რაც, ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ საქართველოს მოქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავრი უფლება – მიიღონ მონაწილეობა ლეგიტიმურ არჩევნებში და მისცენ ხმა სასურველ კანდიდატს. თავის მხრივ, ასეთი არჩენვნების ჩატარება შეუძლებელია ოკუპაციის პირობებში.

მეორეც, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ „გაიმარჯვებს“ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებში“, რადგან ნებისმიერი „გამარჯვებული“ კრემლიდან ნაკარნახევ „დამოუკიდებლობის” თამაშს გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონის რეალური განვითარება შესაძლებელია არა მოსკოვის კარნახით, რომლის ინტერესებშიც ამ რეგიონის განვითარება არ შედის, არამედ მხოლოდ ოფიციალური თბილისის დახმარებით.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში არჩევნებს იურიდიული ძალა მხოლოდ დეოკუპაციის პირობებში, ოფიციალური თბილისის იურისდიქციის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების შემთხვევაში ექნება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge