png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს მშვიდობიანი უკრაინელები დახოცეს - CNN | ვიდეო

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 13:53
რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს მშვიდობიანი უკრაინელები დახოცეს - CNN | ვიდეო

რუსმა ჯარისკაცებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, როდესაც კიევის შემოგარენში უკან იხევდნენ.

ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ მკვლელობა 16 მარტს მოხდა.

ტელეარხმა მოიპოვა ორი მშვიდობიანი უკრაინელის ცივსისხლიანი მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.  უკრაინის პროკურატურა მკვლელობას, როგორც ომის დანაშაულს იძიებს.  

CNN-მა დაღუპულები ამოიცნო. ერთ-ერთი გაძარცვული ავტოსალონის მფლობელი იყო, მისი ვინაობა არ სახელდება. მეორე კი 68 წლის ლეონიდ პლიაცია, რომელიც ობიექტზე დარაჯად მუშაობდა.

ეს იყო ორი უიარაღო მამაკაცის ლაჩრული და ცივსისხლიანი მკვლელობა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს ხუთი რუსი სამხედრო, რომლებიც ავტოსალონის შენობაში შეღწევას ცდილობენ და ისვრიან.

როდესაც მფლობელი ხელებაწეული უახლოვდება, ისინი მას აჩერებენ და ჩხრეკენ. შემდეგ მათთან მიდის პლიაცი და მასაც ჩხრეკენ. სავარაუდოდ, ისინი ლაპარაკობენ. შემდეგ ჯარისკაცები მათ შორდებიან და ორივე მოქალაქე შენობისკენ ბრუნდება.

ამ დროს ორი რუსი ჯარისკაცი მათ ზურგში ესვრის. ორივე მამაკაცი მიწაზე ეცემა.

ვიდრე რუსი ოკუპანტები დაწესებულებას ჩხრეკდნენ, პლიაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიდეოში ჩანს, როგორ დგება ფეხზე, ბარძაყზე იჭერს სახვევს და დაცვის პუნქტისკენ მიდის. მან შეძლო ტელეფონამდე მიღწევა და დახმარების გამოძახება, მაგრამ ადგილზე მისულ მოხალისეებს ის ცოცხალი აღარ დახვდათ. ლეონიდი სისხლისგან დაიცალა.

ლეონიდ პლიაცის ქალიშვილი იულია CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ვერ უყურა მამის დახვრეტის კადრებს, თუმცა საგულდაგულოდ ინახავს მას, რათა ერთ დღესაც შვილებს აჩვენოს, რომ არ დაივიწყონ „რა ველურები იყვნენ დამპყრობლები“.

ლეონიდ პლიაცი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge