png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • კონფლიქტები
  • 01.07.2022
  • 13:00
ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

ძალადობა დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე, კარგი ამბავი არ არის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს მას არავინ სთავაზობს.

„ძალიან გული მწყდება, რომ ამერიკის საელჩოში ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ და ამიტომ საუბარი მიჭირს. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, ფაქტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე, კარგი ამბავი არ არის.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დაპირისპირება ჩვეულებრივია. როგორც კი, ცენტრში ვითარება იძაბება, რეგიონებში ხალხს ერთმანეთს მიუქსევენ ხოლმე. რეგიონებში ჩხუბი საერთოდ არ არის გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ხალხმა ამერიკის საელჩოში იჩხუბა და რეგიონებში ჩხუბი რას გააკვირვებს „ქოც-ნაცურ“ ნარატივს, რაც დიდი ხანია არის. მე რომ ამ პროცესზე უცხოელი დამკვირვებელი ვიყო, ვინც ცდილობს, საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და თან მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებიან, როცა დეპოლარიზაციაზე ჩემს საუბარს ყოველ დღე შეგნებულ პოლარიზაციას უპირისპირებენ, მაგრამ გარე დამკვირვებელი არ ვარ და ორივე მხარის ნებისმიერი სახის ანატომია ვიცი და უკვე აღარაფერი მიკვირს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დამკვირვებლებს ბევრი უნახავთ, სამყაროში ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არსებობს და გაგებით მოგვეკიდებიან, მაგრამ ქართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც 30 წელია, ამ კონცერტს უყურებს, ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს არავინ სთავაზობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ეზოში, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მიმდინარეობდა, "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოაწყო და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge