png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ბინზესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

  • ეკონომიკა
  • 30.08.2022
  • 11:50
 საქართველოს ბანკი ბინზესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

30 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბინზესების  გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი  თანხის  მაქსიმუმ 15% .

პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.

პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად,  Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

  • ძირითადი საშუალებების შეძენა;

  • საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღება,

  • ენერგო კრედიტისთვის  და ა.შ.

აღსაღნიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება „მწვანე ბიზნესს“. მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი.  ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი  ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსაღნიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბიზნესების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ახალ ეტაპს ვახორციელებთ რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნას ქართულ კომპანიებში. პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს შეუძლია მიიღოს დაფინანსება ინვესტირების განსახორციელებლად, შეიძინოს ახალი დანადგარები, მოაწყოს, გაარემონტოს ან ააშენოს საწარმო ან სასაწყობე შენობები, გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მთავარია, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნოს პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 10%-15%. ვფიქრობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რათა გაძლიერდეს, გაზარდოს წარმოება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია რომ  EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში. რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, ის  50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდე თანხას (ეკვ. ლარში / ევროში / აშშ დოლარში) შეადგენს.  დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და  განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით. 

დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3cqdioY

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge