png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიო მასშტაბის ბანკირები თიბისი კაპიტალის სათავეში

  • ბიზნესი
  • 29.02.2016
  • 15:39
მსოფლიო მასშტაბის ბანკირები თიბისი კაპიტალის სათავეში

თიბისი ბანკმა თიბისი კაპიტალის მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დაასახელა. ისინი ერთად გაუძღვებიან თიბისი ბანკის საინვესტიციო საბანკო მიმართულებას, რომელიც ბაზარს სთავაზობს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას საქართველოში.

ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშილი გამოცდილი პროფესიონალები არიან; თითოეულ მათგანს ლონდონისა და ჰონ კონგის საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.  

ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. თავდაპირველად ის კომპანიაში იმ გუნდის წამყვანი წევრი იყო, რომელმაც შექმნა წარმატებული ბიზნესი, ბიზნესი, რომელიც მართავდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. მოგვიანებით ავთანდილი ამ გუნდის ლიდერი გახდა. დაახლოებით 20 წლიანი კარიერის მანძილზე მას მოუწია ემუშავა რამდენიმე ბაზრისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში და ჩართული იყო  ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ნულიდან დაწყების ყველა ასპექტში. კიდევ უფრო ადრე კი ავთანდილ გიგინეიშვილი Jefferies International-ში კვლევით ანალიტიკოსად მუშაობდა და მის ფუნქციებში საერთაშორისო კონვერტირებადი ობლიგაციების კვლევა და სხვადასხვა სავაჭრო გარიგებაზე იდეების გენერირება შედიოდა. ავთანდილ გიგინეიშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ტულანის უნივერსიტეტიდან (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა). ის, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტროინჟინერიაში.

ვიდრე თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდებოდა, ლევან შანიძე იყო  ჰონ კონგში Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი და მართავდა წამყვან მაკროფონდს. ლევანის კარიერაში აქტივების მართვას წინ უსწრებდა სხვადასხვა პოზიცია კაპიტალის ბაზრების სფეროში, ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings. მის ფუნქციებში შედიოდა კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ლევანი ფლობს საიმონის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ფინანსებისა და კორპორატიული აღრიცხვის მიმართულებით. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოფიზიკაში.

თიბისი კაპიტალის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და დაეხმაროს ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში, ამასთანავე, ადგილობრივ კომპანიებს გაუხსნას გზა დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ, სადაც დღეს ტრადიციული საბანკო სესხები დომინირებს.

თიბისი კაპიტალი დაარსდა 1999 წელს და საქართველოს ბაზრის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.

მისი მშობელი კომპანია, თიბისი ბანკი არის საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: TBCB LI).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge