png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებენ

  • ეკონომიკა
  • 03.10.2022
  • 13:33
საქართველოს ბანკი და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობას იწყებს. ბანკსა და GITA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ამ პარტნიორობით, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოძიებას, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში IT პროფესიონალების დასაქმების ხელშეწყობას, კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნასა და საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მოიაზრებს.

მემორანდუმის ფარგლებში GITA-ს „3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის“ წარმატებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.  

„საქართველოს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური ბანკის, ერთ-ერთი გამოწვევა IT მიმართულებით მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაა. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადება/დასაქმების პროცესში.  გვინდა ხელი შევუწყოთ 3000 IT სპეციალისტის პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს, დასაქმდნენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც  საქართველოს ბანკია. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აცხადებს საქრათველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულების დირექტორი, დავით დავითაშვილი.

ციფრული ეკონომიკის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაშიც კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა, თუ რამხელა სივრცე იყო მოთხოვნა-მიწოდებას შორის IT ბაზარზე, ამიტომ მიზნად დავისახეთ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ყველაზე მოთხოვნად უნარებში და 3000-ზე მეტ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ უფასო წვდომა ხარისხიან განათლებაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებზე. ამის შემდგომ კი, გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები იმ კომპანიებთან დაგვეკავშირებინა, რომლებიც მათი დასაქმებით იქნებოდნენ დაინტერესებულნი და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჩაერთო ამ საქმეში“,- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge