png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

  • ეკონომიკა
  • 30.11.2022
  • 14:57
გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების  სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წარმომადგენლები, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

გალტ & თაგარტის კვლევა 3.4 მილიარდი აშშ დოლარის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარს ფარავს და ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვესექტორზე (სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი & განათება). კვლევა  მოიცავს 20,000 კომპანიის საქმიანობის და საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს, ასევე 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების ანალიზს.

კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე პერიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რასაც განაპირობებდა ინფრასტრუქტურაზე სოლიდური სახელმწიფო ხარჯები, ტურისტული ბუმი და მასთან დაკავშირებული სასტუმროების მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა და ასევე უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა სარემონტო მასალების, ტექნიკისა და ავეჯის მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. „გალტ & თაგარტის“ პროგნოზით სექტორი საშუალოდ წლიურად 5-10%-ით გაიზრდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს. ამასთან, სექტორის ძირითადი რისკებია: 1) მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაციის მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების სწრაფი ცვლილება და 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები.

„ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ამ სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, რომელსაც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება სექტორის პერსპექტივებზე.“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge