png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 09.12.2022
  • 11:48
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება.

პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც  წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკურსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს.

რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს - ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. მოსწავლეები, როგორც წერით და ზეპირ გამოცდას გაივლიან, ასევე შეძლებენ  ვორქშოპებსა და სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური განათლების წახალისებას ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა ჩავატაროთ. ეს არ გახლავთ კლასიკური ეკონომიკის ოლიმპიადა, არამედ ეს არის კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებზე მორგებული თემები, რომელიც მათემატიკურ, ფინანსურ და სამოქალაქო საკითხებს მოიცავს. ამ ღონისძიებამ უნდა გააერთიანოს, როგორც  სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ოლიმპიადამ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და  წაახალისოს, ისწავლონ და დააგროვონ მეტი ცოდნა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რაც მათ სამომავლო წარმატებაში დაეხმარებათ. ჩეხური ორგანიზაცია INEV უკვე 6 ქვეყანაში (სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, პოლონეთი და ჩინეთი) წარმატებით ატარებს ოლიმპიადებს, რომლებშიც ყოველწლიურად  100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელია ჩართული. ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოშიც ყოველწლიურად ასეთი მასშტაბით ჩავატაროთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ  ეკონომიკური და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიიისთვის, ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს  წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ეკომონიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი, რადგან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ფინანსური განათლების დონის გაზრდა ახალგაზრდა თაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგალითად, როგორიცაა: კინგსი, სტემ ბანაკი, მათემატიკის ოლიმპიადა და ა.შ. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი მხარდაჭერით  საქართველოში პირველად ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ  ჩვენს მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებზე დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან მომავალში ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge