png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკისა და EBRD-ის დახმარებით კომპანია „დეილი“ 50 ახალ ფილიალს გახსნის

  • ეკონომიკა
  • 16.12.2022
  • 18:00
საქართველოს ბანკისა და EBRD-ის დახმარებით კომპანია „დეილი“ 50 ახალ ფილიალს გახსნის

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა მაღაზიების ქსელ „დეილისთან“ ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც კომპანია 50 ახალ მაღაზიას გახსნის.

პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება, რაც სრულად ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში ახალ მაღაზიებს გავხსნით. კომპანია „დეილი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ამ დრომდე კომპანია ჯამში 158 ფილიალს აერთიანებს. აქედან 1 მაღაზია თბილისშია, 16 აღმოსავლეთ, ხოლო 141 დასავლეთ საქართველოში, რომელსაც კიდევ 50 ახალი მაღაზია 2023 წლის ბოლომდე შეემატება. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შერეული პროდუქცია იყიდება, თუმცა გვაქვს საკუთარი წარმოების საკონდიტრო და სამზარეულოს ხაზი, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ახალ ფილიალებშიც შევთავაზებთ“, - განაცხადა კომპანია „დეილის“ დირექტორმა, დავით კუხალაშვილმა.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკის, EBRD-ისა და კომპანია „დეილის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. კომპანია „დეილი“ დასავლეთ საქართველოში 50 ახალ მარკეტს გახსნის, რაც ბიზნესის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და  ეკონომიკის წახალისებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.

„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ბიზნესს, რომელიც საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, EBRD-სა და კომპანია „დეილის“ შორის  Skills in Business და FINTECC გრანტების შესახებაც გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებაში, არსებული თანამშრომლების გადამზადებაში და გამოცდილი სამუშაო ძალის შენარჩუნებაში. კომპანიას ასევე დაეხმარება გრანტები, რათა შეიძინოს ახალი და ენერგოეფექტური დანადგარები“, - განაცხადა EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge