png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა

  • კონფლიქტები
  • 22.12.2022
  • 16:27
აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გამოძიების დასრულებას ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. 

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ანგაჟირებული მოქმედებების ფოკუსირება დიდი ხანია ცნობილია, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრდან არაერთხელ გაკეთდა კომენტარი. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა ყოველ ჯერზე ტირაჟირებს თავისი „დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურეობის“ შესახებ, მათ შორის სამხრეთ ოსეთში მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რეჟიმის მიერ გაჩაღებული კონფლიქტის გამოძიებისას

14-წლიანი მუშაობის შემდეგ გამომძიებლებმა, რომლებიც არ ერკვეოდნენ რეგიონის სპეციფიკაში, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ დასავლელი მურვეების პოლიტიკურ დაკვეთას, თავდაყირა დააყენეს ვითარება და ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ. შედეგად გაიცა დაკავების სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქეზე, რომელთაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზახაროვას თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ დაინტერესებულა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვითა და რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით“.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge