png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ქუთაისში გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 03.04.2023
  • 10:55
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ქუთაისში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საინტერესო ინიციატივებს.  ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, 4 აპრილს, ქუთაისში მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. თემა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეძღვნება.

შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ესენი არიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტოს და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.

ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები; ბუღალტერიის გაციფრულების პროგრამა; დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან; საგრანტო და თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები და სხვა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.  მოხარული ვართ, რომ  მონაწილეობას ვიღებთ ქუთაისში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ თუ რა შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის განვითარებისთვის.  ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ბუღალტერია, როგორ დაეხმარება ის მათ და როგორ წარმართონ კიდევ უფრო მარტივად საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge