png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე

  • კულტურა
  • 03.04.2023
  • 14:19
დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე

კეზერაშვილი ტელევიზიით პირდაპირ ამბობს, რომ ის აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩავიხედოთ ამ ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში, არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა და პასუხი გასცენ იმას, რაზეც კეზერაშვილმა ისაუბრა. მან პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში არ არის ასახული და ეს სცდება, არღვევს წესებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის დადგენილია საქართველოს და ევროპული კანონმდებლობით. ეს ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. მან გუშინ ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ მილიარდელი გავხდი კანონიერადო. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან მოპარულია ფული, პოლიტიკურ პარტიებს და მედიას უკანონოდ აფინანსებს, მისი ფულის და ფინანსების წარმომავლობა აბსოლუტურად ბუნდოვანია და სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, პირდაპირ ბიუჯეტის ძარცვას ჰქონდა ადგილი, მან გუშინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალში ნაცარი შეაყარა და უთხრა, რომ კონკრეტული გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს კეთილშობილური მიზნები აქვს, დააფინანსოს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. ვინ დაიჯერებს ამას. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. ხელის გულზე დევს, ვინ არის კეზერაშვილი. ახლა დროა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან განმარტებები მოვისმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge