png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-11 პაკეტი დაამტკიცა

  • ეკონომიკა
  • 23.06.2023
  • 17:32
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-11 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო სანქციათა ახალი, მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიის განცხადებით, ახალი პაკეტი მოიცავს სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მიმართ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.

სანქცირებულთა სიაში დამატებულია 87 იურიდიული პირი, რომლებიც უშუალო დახმარებას უწევენ რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს. მათ შორისაა კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სირიასა და სომხეთში.

სანქციათა პაკეტი მოიცავს რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას ნავთობსადენ „დრუჟბის“ ჩრდილეოთის განშტოების მეშვეობით, რუსეთიდან მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის შეზღუდვას, ელექტრომობილების, ჰიბრიდული ავტომობილებისა და მანქანების მიწოდების აკრძალვას, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1,9 ლიტრს.

სანქციები შეეხება რუსეთში ელექტროკომპონენტებისა და ლითონების, ნახევრდაგამტარიანი მასალების, ოპტიკური კომპონენტების, ნავიგაციისთვის მოწყობილობების ექსპორტს. ამის გარდა ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთში ტრანზიტისთვის აკრძალული მაღალტექნოლოგიური და სამხედრო საქონლის სია. ტანკერები, რომლებიც ახორციელებენ ნავთობის საზღვაო გადაზიდვას სხვა გემებიდან, ვერ შევლენ ევროკავშირის პორტებში 48 საათით ადრე გაფრთხილების გარეშე.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა კიდევ 100 ადამიანს და კომპანიას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გაყვანაში, მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, უკრაინის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, პროპაგანდისტებს, ასევე რუსული IT კომპანიებს, რომლებიც აწვდიან კრიტიკულ ტექნოლოგიებს რუსულ დაზვერვას, ბანკებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თანამშრომლობენ რუსულ ჯართან.

„ჩვენი სანქციები უკვე დიდ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და კრემლის უნარს, დააფინანსოს თავისი აგრესია. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს ჩვენს ზეწოლას რუსეთზე. ვებრძვით რა სანქციებისთვის თავის არიდებას, უფრო მეტად ვართმევთ რუსეთს იმ რესურსებს, რომლებიც მას ასე უკიდურესად სჭირდება, რათა აწარმოოს უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge