png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 20.12.2023
  • 12:24
საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

BARTA-მ უკვე მეხუთედ გამოავლინა გამორჩეული და გამჭირვალე ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები, რომლებიც მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

გამარჯვებულების გამოსავლენად კომპანიებმა სამი ეტაპი გაიარეს, მათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებულები ცხრა განსხვავებულ კატეგორიაში დასახელდნენ. 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მწვანე ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრადი ანგარიშგების პრაქტიკების იმპლემენტაციას, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამასთან, ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ მოახდინა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში მდგრად ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების ანალოგიურ მნიშვნელობა მიენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდანვე დავიწყოთ ძირეული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული მიმართულებით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე.

ინფორმაციისთვის, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF)  პარტნიორობით  იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge