png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში საბაჟო წესების დარღვევისთვის შეაყოვნეს

  • ეს საინტერესოა
  • 18.01.2024
  • 10:56
არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში საბაჟო წესების დარღვევისთვის შეაყოვნეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში შესამოწმებლად დააკავეს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში შემოწმების მიზნით გააჩერეს. ამის შესახებ DW-თან საუბარში საბაჟოს წარმომადგენელმა თომას მაისტერმა დაადასტურა. მისი თქმით, ეს იყო რუტინული შემოწმება. შედეგად, აღმოჩნდა, რომ არნოლდ შვარცენეგერმა საბაჟო წესები დაარღვია.

სააგენტო dpa-ს ცნობით, არნოლდ შვარცნეგერმა, რომელიც ლოს ანჯელესიდან მიუნხენში ჩაფრინდა, არ მოახდინა ძვირადღირებული საათის დეკლარირება. ამ შემთხვევაში, მათი დაბეგვრის გარეშე გადატანის მცდელობა დარღვევად მიიჩნევა. "თუ პროდუქცია ევროკავშირში რჩება, აუცილებელია გადასახადებისა და ბეგარის გადახდა. ეს ეხება ყველას," - განუცხადეს მედიას საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა.

გამოცემა Bild-ის თანახმად, ქრონოგრაფი უნიკალურია, ის საათების შვეიცარიულმა მწარმოებემლმა Audemars Piguet-მა ერთადერთ ეგზემპლარად გამოუშვა სპეციალურად „რკინის არნისთვის“. მისი ფასი უცნობია - თავად შვარცნეგერი, სავარაუდოდ, 20 ათასს ევროს ასახელებს. ამ კომპანიის ინდივიდუალური მოდელების ფასები ასობით ათასი ევროს აღწევს.

არნოლდ შვარცნეგერმა საათი ევროპაში ჩამოიტანა, რათა ავსტრიაში, კიცბიულეში საქველმოქმედო აუქციონზე გამოეფინა. ეს არის სათხილამურო კურორტი, რომელიც ცნობილია მთელს ევროპაში. მიღებული შემოსავალი კლიმატის დაცვას უნდა მოხმარებოდა, რომელსაც შვარცნეგერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

მედიის ცნობით, საბაჟოზე არ აქვთ ინფორმაცია, წავიდა თუ არა შვარცნეგერი პირდაპირ ავსტრიაში. უწყების წარმომადგენლებმა DW–სთან ინტერვიუში უარი თქვეს დამატებითი დეტალების შესახებ შესაძლო ჯარიმასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილ მსახიობს ემუქრება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემოწმებით და დაყოვნებით შვარცნეგერი აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge