png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს

  • საზოგადოება
  • 01.10.2015
  • 11:44
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 600 ქართულენოვანი, უნიკალური კოდის მქონე პირობითი ნიშანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ პირველად შეიქმნა. ასევე მზად არის პირველი ქართული კლასიფიკატორი, ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE”, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პროექტთან „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ , რომელსაც საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად  ახორციელებს. ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის საფუძვლად სწორედ ამ პროექტის შედეგად მიღებული თანამედროვე სტანდარტის ორთოფოტოები გამოიყენება. ამჟამად დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომლის ორთოფოტოები უკვე მზადაა, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ინფორმაციას ადგილზე ამოწმებენ, მონაცემებს ადარებენ, ხარვეზებს ასწორებენ და კონკრეტულ არეალებს ხაზავენ. ძირითადი აქცენტი პირველ ეტაპზე  დასახლებულ პუნქტებზე კეთდება.

 ტოპოგრაფიული რუკები ადვილად  კითხვადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ რუკების წარმოების პროცესში საჯარო რეესტრს ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები უწევენ კონსულტაციას.

 აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 1:10000 -იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების წარმოება საქართველოში არ მომხდარა. ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

 შესრულებული სამუშაოების პარალელურად, ტოპოგრაფიული რუკა ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რუკაზე მუშაობის საბოლოოდ დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი განახლება მუდმივად გაგრძელდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge