png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

  • საზოგადოება
  • 11.07.2025
  • 13:35
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისი გულისხმობს ძრავის ზეთის, ასევე აკუმულატორის 20 წუთში, ხოლო საბურავის უპრეცედენტოდ მცირე დროში შეცვლას.

მომხმარებელმა სასურველი მომსახურების მისაღებად მარტივად, მხოლოდ ქოლცენტრში უნდა დარეკოს ნომერზე: 032 226 44 44.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა  მოტორსი“ გამუდმებით ქმნის სტანდარტს, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ფლობას მაქსიმალურად გაუმარტივებს. სწორედ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ დავნერგეთ სერვისი, რომელიც სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეამცირებს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორისა და ზეთის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო საბურავისა - უპრეცედენტოდ მცირე დროში.

სასურველი პროდუქტისა და სერვისის შერჩევა დისტანციურად, მხოლოდ ერთი ზარით არის შესაძლებელი, სხვა ყველა დეტალს კი ქოლცენტრის ოპერატორი  აგვარებს. სწორედ მომსახურების ამ განახლებულმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეზოგა მომხმარებლის დრო.

სიახლე თავდაპირველად უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში დავნერგეთ. მიდგომამ გაამართლა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომსახურების განახლებული სტანდარტი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში გაგვეხადა ხელმისაწვდომი“.

სწრაფი სერვისის მიღების პროცედურა მარტივია: ქოლცენტრში დარეკვის შემდეგ „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრის ოპერატორი მომხმარებელს დისტანციურად შეურჩევს საჭირო პროდუქტს, რომლის ღირებულების დაფარვა, ციფრული გადახდის სისტემით, ასევე დისტანციურად არის შესაძლებელი. ბოლოს კი მისთვის სასურველ დროს ჩაწერს შესაბამის სერვისცენტრში, სადაც სულ რაღაც 20 წუთში მიიღებს მომსახურებას.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით მზად არის, მიიღოს მომხმარებელი და ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისი უპრეცედენტოდ მცირე დროში შეასრულოს.

„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, „თეგეტა მოტორსის“  ფილიალების სამუშაო საათებში. რაც შეეხება თბილისს, უნივერსიტეტის ქუჩის სერვისცენტრს, აქ მომსახურების მიღებას მომხმარებელი გახანგრძლივებული დროით -  21:00 საათამდე შეძლებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge