png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • სამართალი
  • 08.10.2025
  • 11:40
 პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა, რა დროსაც მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.

საქართველოს პროკურატურამ შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ჩატარდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე, 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge