png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

  • საზოგადოება
  • 07.11.2025
  • 17:34
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები
  • „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს
  • „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი, 40 ფოტოხაფანგი, თერმული დრონი, მოწყობილია 2 ერთეული ეგერის ქოხი, საპიკნიკე სივრცეები, მდინარეში გაშვებულია 30 000 ქვირითი და სხვა

ბუნების აღდგენა, მდგრადი განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერება - უკვე ერთი წელია, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ფერმა ეტაპობრივად იქცა მნიშვნელოვან ეკოტურისტულ სივრცედ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებს ეთმობა.

13 000 ჰექტარი ტერიტორიის შესწავლასა და კეთილმოწყობაში სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული. 5-წლიანი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა, რაც, პირველი რიგში, ტყის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ზონა 24/7-ზე კონტროლდება. ტერიტორიას საგანგებოდ აღჭურვილი 12 რეინჯერი იცავს. ამჟამად მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოსაწყობად სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის 900 000 ლარზე მეტია დახარჯული. პროექტი, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში, ტყის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ ზომები. რეინჯერებად ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმეთ, შევიმუშავეთ და ავამოქმედეთ ინტენსიური მონიტორინგის სისტემები. დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი, ტერიტორიის კონტროლში გვეხმარება დრონიც, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

რეინჯერების დახმარებით ტყეში ყოველდღიურად ვანაწილებთ საკვებს გარეული ცხოველებისათვის. მოწყობილია ასევე სამარილეებიც. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს“.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმას“, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხ წელიწადში სრულად უნდა დასრულდეს, ისტორიული მისია ეკისრება. მთავარი მიზანი ტერიტორიაზე კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. სამომავლოდ თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

გეგმებს შორის არის ადგილზე არსებული მდინარეების დათევზიანებაც. გასული ერთი წლის განმავლობაში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი უკვე გაეშვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც.

მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. ამასთან ერთად, ტერიტორია ინტენსიურად მასპინძლობს ბუნებაზე დაკვირვების მსურველებს, იმართება საგანმანათლებლო ღონისძიებები რეგიონის სკოლებისათვის.

„ჩვენი მასშტაბური პროექტი ეკოტურიზმის განვითარებასაც ემსახურება. სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის გათვალისწინებული გვაქვს ფერმამდე მისასვლელი, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება“, - აღნიშნავს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი.

უახლოესი პერიოდის გეგმებს შორისაა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზების მოწყობაც. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს. საერთო ჯამში, ისტორიული პროექტის ფარგლებში ინვესტორი 4 მილიონ ლარს დახარჯავს.

მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, უნიკალური პროექტია - ის არა მხოლოდ ტყის ეკოსისტემას იცავს, არამედ რეგიონის მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge