png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება

  • ბიზნესი
  • 12.11.2025
  • 11:50
მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება

შესრულების, მრავალფეროვნებისა და ყოველდღიური პრაქტიკულობის იდეალური კომბინაცია - ეს განახლებული, Porsche-ს რიგით მეორე სრულად ელექტრო SUV - Cayenne-ია, რომლის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირას შედგება.

ახალი მოდელის წარდგენა ორ ეტაპად არის დაგეგმილი: 19 ნოემბერს ელექტრო SUV-ის ციფრული დებიუტი Porsche-ს ვებ-გვერდზე, YouTube არხსა და LinkedIn-ზე შედგება, 22 ნოემბერს კი საჯარო პრემიერა დუბაიში, Icons of Porsche ფესტივალზე გაიმართება - რეგიონის მასშტაბით ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. ფესტივალი თავისი მასშტაბით გამორჩეულია და მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტული ავტომობილების 28 000-მდე გულშემატკივარი Porsche-ს საგამოფენო სივრცეში გააერთიანა.

უკვე ორ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სპორტული ავტომობილების ლეგენდარულმა ბრენდმა Porsche-მ მოდელი Сayenne წარადგინა და ამ გზით ბაზარზე ახალი ნიშა დაიკავა. 2002 წლიდან ეს სპორტული SUV მძლავრი სამუშაო მახასიათებლებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკულობის სინთეზის სიმბოლოდ იქცა. ახალი Сayenne-ის გამოშვებით კი საფუძველი ჩაეყარა ახალ ეტაპს ამ მოდელის ისტორიაში - ის გამოირჩევა დინამიკურობითა და ხანგრძლივი მგზავრობებისა თუ უგზოობისას საჭირო კომფორტით.

ახალი Cayenne-ი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც სამუშაო მახასიათებლებისა და დატენის შესაძლებლობების კუთხით, ისე კომფორტისა და ციფრული მახასიათებლების თვალსაზრისითაც. ელექტრო SUV შიგაწვის ძრავის მქონე და ჰიბრიდული მოდელების ხაზს დაემატება.

ახალი Porsche Cayenne Electric-ის მსოფლიო ციფრული პრემიერა 19 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. 

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge