png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო

  • ბიზნესი
  • 13.11.2025
  • 10:45
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო

„თეგეტა მოტორსი“ საავტომობილო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში სასწავლო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დუალური პროგრამები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) განახორციელოს და ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები მიაწოდოს. სწავლების პროცესი „თეგეტა აკადემიასთან“ თანამშრომლობით წარიმართება. პირველ ეტაპზე პროგრამა მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებას მოიცავს.

ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიას“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სახელმწიფო დონეზე აღიარებს „თეგეტა მოტორსის“ მზაობას, რომ კვლავ ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში და კვალიფიციური კადრების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, კადრების დეფიციტის შემცირებასა და ინდუსტრიის განვითარებას.

ჩვენი დუალური პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც, 15 სტუდენტი 8 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაში“ თეორიულ სწავლებას გადის. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ისინი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში  სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ერთვებიან, სადაც პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გამოცდილებას რეალურ ავტომობილებზე მუშაობით იღებენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სიღრმისეულად დაეუფლონ პროფესიას, შეიძინონ ის ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სწავლებაში ჩართული ინსტრუქტორები კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მომზადების სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი“.

დუალური პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულიად უფასოა - თეორიული მოდულები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, პრაქტიკულ ნაწილს კი „თეგეტა მოტორსი“ უზრუნველყოფს“. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების დროს სტუდენტები სიმბოლურ ანაზღაურებასაც იღებენ.

 „თეგეტა აკადემია“ 2019 წლიდან ახორციელებს ავტორიზებულ პროგრამას „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ დუალური ფორმით. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა და 2026 წლიდან ამ სტატუსის ფლობა სავალდებულო გახდა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც დუალურ პროგრამებს ახორციელებენ, რათა კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გაიცეს. სტატუსის მოპოვების პროცესი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მკაცრ შეფასებას მოიცავდა: ადამიანური რესურსის არსებობა, მატერიალური ბაზის შესაბამისობა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მზაობა. „თეგეტა მოტორსმა“ ყველა ეს კრიტერიუმი წარმატებით დააკმაყოფილა.

დუალური სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის უფასო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას, რაც სერვისის ხარისხის ამაღლებასა და საქართველოში საავტომობილო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალია სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებლებიც - გასულ წლებში კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში დასაქმდა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge