png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

  • საზოგადოება
  • 25.11.2025
  • 14:55
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

საავტომობილო პროდუქტების სრული სპექტრი და სააქციო ფასები სერვისებზე - სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ფასდაკლებები 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

სატვირთო ავტომობილების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის მასშტაბით ცხრა ფილიალში ემსახურება. აქციებით სარგებლობა ყველა სერვისცენტრშია შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, საავტომობილო პროდუქტები შემდეგი პირობებით შეიძინოს:

  • სატვირთო ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%
  • სატვირთო ავტომობილების საბურავები - 15%
  • მცირე სატვირთო C კატეგორიის ავტოტრანსპორტის საბურავები - 25%

რაც შეეხება სერვისს, Black Friday-ს შეთავაზება სავალი ნაწილის შეკეთებაზეც ვრცელდება და 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს

ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი: „Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, ჩვენს კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებლებს MAN-ისა და Renault Trucks-ის ორიგინალ და ასევე ევროპული წარმოების საავტომობილო პროდუქციას საგარანტიო პირობებით ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ხელსაყრელი პერიოდია სავალი ნაწილის სრული სერვისისთვისაც.

სერვისი  თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრებში უახლესი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით სრულდება. პროცესის საბოლოო დასრულებამდე ავტომობილი სამუხრუჭე სტენდზე მოწმდება გამოცდილი მექანიკოსების მიერ, რომლებიც  გადამზადებას სისტემატურად  გადიან. სერვისის  წერტილების სიმრავლე კი რიგების მართვისა და დაყოვნების მინიმალურ დრომდე შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის“.

სატვირთოებთან ერთად, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სააქციო ფასი აქვს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც:

  • საბურავები სპეცტექნიკისთვის - 15%
  • ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%

30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სპეცტექნიკის სერვისის მომსახურების სრულ ასორტიმენტზე, რაც ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, გადაცემათა კოლოფის, ელექტრობისა თუ სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას მოიცავს.  

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „სპეცტექნიკის სეგმენტში წელს უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს. მომხმარებელი სააქციო ფასად შეიძენს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ექსპლუატაციის პროცესში განმეორებითი სერვისის  რისკებს მაქსიმალურად აზღვევს. საუკეთესო პირობებით არის შესაძლებელი სრული სპეცტექნიკის სერვისის მიღებაც. დიაგნოსტიკა და შეკეთება „თეგეტა მოტორსში“ ორიგინალი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მიმდინარეობს. მომხმარებელთან ერთად, კარგად გვესმის, რომ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის უწყვეტობას ნიშნავს. ვფიქრობთ, შეთავაზებების კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ტექნიკის მოსამზადებლად, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებელი დაგეგმარებისათვის“.

სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სერვისცენტრებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს JCB-ს; Hyundai-ს, Komatsu-ს, Liebherr-ის; Bomag-ის; XCMG-ს; Heli-ს; Clark-ისა და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია, აგრეთვე ITR-ის, Berco-ს, ZF, Bosch-ის, Fleetguard-ის, Cummins-ის, TVH-ის, Hifi-ს და სხვა არაორიგინალი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია. ასევე Mobil-ის, Shell-ის ან Motul-ის საცხებ-საპოხი მასალები, Varta-ს აკუმულატორები, JCB-სა და სხვა  არაორიგინალი უმაღლესი ხარისხის Starmaxx-ის საბურავები და ა.შ.

სპეცტექნიკის პროდუქტების შეძენა წინასწარი შეკვეთითაც შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე:  2 24 44 44, მოითხოვოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უმოკლეს ვადაში ადგილზე მიუტანენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge