png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო

  • საზოგადოება
  • 13.02.2026
  • 10:28
„თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო

გამჭვირვალობისა და საუკეთესო ანგარიშგების აღიარება - „თეგეტა“ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მფლობელია. კომპანიას საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში გადაეცა. ეს წარმატება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც „თეგეტამ“ გასულ წელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად წარადგინა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი - უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება გამჭვირვალობასა და კორპორაციული მართვის კულტურაში - სწორი გზაა. BARTA-ს საპატიო ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ნდობის განმტკიცება თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რაც ჩვენს გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“.

BARTA-ს მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, არასაფინანსო სექტორის, მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ცერემონიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ნიკოლოზ ხიდურელმა მიიღო მონაწილეობა და კომპანიის განვითარების ტემპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ ხიდურელი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი: „BARTA-ს ჯილდო ჩვენთვის არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ დასტური იმისა, რომ გამჭვირვალე ანგარიშგება და მდგრადობის პრინციპები ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. პანელურ დისკუსიაში განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლებას ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას, გარემოსდაცვით მდგრადობასა და საერთო ეკონომიკურ განვითარებას. ეს თემები განსაკუთრებით აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიაში, სადაც „თეგეტა“ აქტიურად იმუშავებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრომობილების მხარდაჭერა და ნარჩენების მართვა“.

კონკურსი, რომელიც 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რაც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ ბიზნესგარემოს ქმნის. კონკურსის ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. პროექტის მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნესასოციაცია.

„თეგეტა“ რეგიონში ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და მისი შესრულების შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა. 200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ფინანსურ მაჩვენებლებს, მართვის პრაქტიკებს, მდგრადობის სტრატეგიასა და რეგიონულ ექსპანსიას. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდებმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა, მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი კი 96% იყო.

წელს BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიები. ეს ჯილდო „თეგეტასთვის“ კიდევ ერთი დასტურია, რომ გამჭვირვალობა და მდგრადობა ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge