png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როცა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ამას მხოლოდ მივესალმებით, სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ - კობახიძე

  • კომენტარები
  • 23.02.2026
  • 13:48
როცა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ამას მხოლოდ მივესალმებით, სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ - კობახიძე

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც კაია კალასის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ეხებოდა.

„არ დავალ პიროვნებებამდე,  ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ და სადაც პირიქით, მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge