png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინს ომის დასრულება არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 23.02.2026
  • 13:49
უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინს ომის დასრულება არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების განზრახვა არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარე ნებისმიერ შემთხვევაში იტყუება, რადგან კრემლს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

„მე ამას როგორც უბრალოდ მიწას არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ – ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. ასე ვხედავ მე ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკან დახევა ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. მას [პუტინს] არ სურს [ომის დასრულება,“  - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკელებმა „რუსები უნდა შეაჩერონ და არა შეეცადონ მათ ასიამოვნონ“.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინას არ უთქვამს უარი 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მიზანზე, თუმცა აღიარა, რომ არმიას ამჟამად არ ყოფნის შეიარაღება და პერსონალი, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია სამხედრო საშუალებებით.

„ამის დღეს გაკეთება უზარმაზარი რაოდენობის, მილიონობით ადამიანის დაკარგვას ნიშნავს, რადგან რუსული არმია დიდია და ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი“, -  აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge