png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტები წარუდგინეს - ABC News

  • მსოფლიო
  • 27.02.2026
  • 15:17
დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტები წარუდგინეს - ABC News

აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის რანგში ახლო აღმოსავლეთში ძალებს მეთაურობს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში შესაძლო სამხედრო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ABC News წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსჯელობას ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი და ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი დენ კეინი.

რეგიონის უმაღლესი სამხედრო მეთაურების შეხვედრა იმავე დღეს გაიმართა, როდესაც აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.

არცერთ მხარეს არ გამოუცხადებია შეთანხმების შესახებ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია და რომ „ტექნიკური მოლაპარაკებები“ მომავალ კვირას ვენაში გაგრძელდება.

ABC News-ის ცნობით, ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელმა და ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პირადად განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა აიღოს ინიციატივა ირანზე დარტყმასთან დაკავშირებით და რომ შეერთებულმა შტატებემა არ უნდა დაიწყოს სამხედრო მოქმედებები.

„მაშინვე არ იყო ნათელი, დაუჭერდა თუ არა მხარს ტრამპი ასეთ გეგმას, რომელიც, როგორც ამბობენ, სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ირანის უარით, დაეთანხმოს მის მოთხოვნებს ურანის გამდიდრების შეჩერებისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვის შესახებ,“ - აღნიშნავს გამოცემა.

ABC News-ის წყაროების ცნობით, აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაცია კვლავ შესაძლებელია, რადგან აშშ-მა რეგიონში შთამბეჭდავი რაოდენობის გემები და გამანადგურებლები განალაგა.

პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვარაუდები იმის შესახებ, რომ ისრაელი პირველ „დარტყმას“ განახორციელებს, სავარაუდოდ, კონგრესში რესპუბლიკელებისთვის პოლიტიკური საფარველის ფუნქციას ასრულებს, რომლებსაც რთული საარჩევნო წელი ელის.

ტრამპი საარჩევნო კამპანიას იმ დაპირებით აწარმოებდა, რომ ომებს დაასრულებდა და არა დაიწყებდა. თუ ისრაელი ირანს თავს დაესხმება, აშშ-ის ომის დეპარატმენტის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანი უპასუხებს. ანალიტიკოსების თქმით, ამის შემდეგ ტრამპს შეეძლება ამტკიცოს, რომ კონფლიქტში აშშ-ის ჩარევა შეესაბამება ისრაელის დაცვის დიდი ხნის პოლიტიკას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge