png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა

  • ბიზნესი
  • 27.02.2026
  • 16:20
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“, რომელიც იაპონური ბრენდის, Mazda-ს, ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გლობალური პარტნიორისგან საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო. კომპანიამ აღიარება მოიპოვა 2025 წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების მკვეთრი ზრდისა და ბაზრის გაფართოებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე გამორჩეული მარკეტინგული კამპანიებისთვის.

კომპანიამ გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 764, ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგთან, 534 ერთეულთან, შედარებით 43%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „საქართველოში Mazda-ს ბრენდის რეკორდული გაყიდვების კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ერთგულებისა და სწორად დასახული სტრატეგიის შედეგია. წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ისიც, რომ გასულ წელს ბაზარზე ახალი მოდელიც - CX60 Plug-in Hybrid - შემოვიყვანეთ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა Mazda-ს ფლაგმანი მოდელის, CX5-ის, გაყიდვები. ეს წარმატება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებზე აისახა, არამედ ბრენდის პოზიციონირებაზეც.  გლობალურ რუკაზე დღეს კიდევ  უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. გვაქვს ამბიცია, რომ აღნიშნული დინამიკა შევინარჩუნოთ, ახალ სეგმენტებში შევიდეთ და ბაზარზე ჩვენი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ“.

Mazda ბრენდის საუკეთესო დისტრიბუტორებს უკვე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად აჯილდოებს. ჯილდო ენიჭება იაპონური ბრენდის იმ წარმომადგენლობებს, რომლებიც წლიურ ჭრილში (YOY) გაყიდვების მკვეთრ ზრდას აჩვენებენ და რეალიზაციის კუთხით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ. შერჩევის პროცესში ასევე ფასდება მარკეტინგული აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს ჯილდო ჩვენთვის Mazda-ს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გარდა გაყიდვების ზრდისა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებულმა კამპანიებმაც შეიტანა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კამპანიას ტოჩინოშინის მონაწილეობით , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად, Mazda-ს მხრიდანაც. ჩვენმა პარტნიორმა ის ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ აქტივობად დაასახელა. ვფიქრობთ, ეს აღიარება სწორმა სტრატეგიამ და შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა. მიმდინარე წლისთვისაც ვგეგმავთ საინტერესო კამპანიებს, რომლებიც საქართველოში ბრენდის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს“.

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა. Mazda-მ ის საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის პირველად 2020 წელს დაასახელა. საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ხშირად დასახელება კომპანიის სტაბილური ზრდისა და ძლიერი ოპერაციული შედეგების დასტურია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარტნიორისგან საერთაშორისო აღიარება გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა განვითარება და სწრაფი ზრდა მომავალშიც ასეთივე შემართებით განაგრძონ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge