png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 11.03.2026
  • 14:33
ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინის, უკრაინელების და პირადად მისი კრიტიკას ეფუძნება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიელ ბლოგერ კეილინ რობერტსონთან ინტერვიუში განაცხადა.

საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ევროპაში რუსეთის გავლენა ახსენა და აღნიშნა, რომ ის „ერთ-ერთი უდიდესია“ და კრემლის ნარატივების გავრცელების ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ამ კონტექსტში, რობერტსონმა მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო კამპანიის შესახებ დაუსვა კითხვა.

„მან [ორბანმა] გადაწყვიტა, რომ თავისი საარჩევნო კამპანია უკრაინის, უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირის და ურსულა ფონ დერ ლაიენის სიძულვილზე აეგო. ეს მისი საარჩევნო პლატფორმაა“, - უპასუხა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორბანი მთელ უნგრელ ხალხს არ წარმოადგენს და არჩევნების შედეგი მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, უნგრელები ძალიან კარგი ხალხია და ისინი გაცილებით მეტს წარმოადგენენ, ვიდრე უბრალოდ ერთი ადამიანი. თუმცა ეს მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - თქვა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge