png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 16.03.2026
  • 19:06
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა

ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან.

გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.

ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.

„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge