png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე

  • სამართალი
  • 31.03.2026
  • 16:43
მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ალეკო ელისაშვილის ორი პროცესი არის ჩანიშნული. ტერორისტული აქტის მცდელობის საქმეზე, მხარეები ჯერ შესავალ სიტყვებს იტყვიან, ამის შემდეგ კი ახალი სხდომა გაიხსნება, სადაც უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. 

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს ახალ ბრალდებაზე ეღიმება - "ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაცო". 

"საქმე იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა შემდგომ როცა ჩიხში შევიდა გამოძიება, ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოდი ეს საქმეც, რადგან ვერ გამოიძიეს, ვერ დაადგინეს ვინ იყო ეს პირი, ოდოროლოგიური კვლევის ნიმუშის აღების შემდგომ ბრალი წაუყენეს ალექსანდრე ელისაშვილს. 

ალეკო ელისაშვილი იღიმის, რა თქმა უნდა და ეცინება ამ საქმეზე იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა იმ სხვა ეპიზოდთან არ აქვს. ის ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც, რა ხანძარიც გაჩენილა თბილისში ალბათ ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება. რა თქმა უნდა, უარყოფს.

თავიანთივე ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებიც, რომელიც ახლა, ამ შემთხვევაში პროკურატურამ გაავრცელა, ვერ დგინდება ვინ არის კონკრეტულად ის პირი. 

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და ეს არის ტერორიზმი, მოხდა გადაკვალიფიცირება აღნიშნულის და გახდა 187-ე მუხლი 323-ე, ანუ ტერორისტული აქტი," - აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი. 

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge