png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 02.04.2026
  • 10:56
 დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა -  დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, მაგალითად, საფრანგეთისგან დახმარება ითხოვა, მათი წვლილი მინიმალური იყო.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი მოიხსენია ადამიანად, რომელსაც მეუღლე „უკიდურესად ცუდად ეპყრობა“ და ის „მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმის შემდეგ გონს ჯერ არ მოსულა“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არაფერში სჭირდებოდა, თუმცა დახმარება იმიტომ ითხოვა, ენახა, რას იზამდნენ.

„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით,  საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი: ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ“.

 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge