png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 02.04.2026
  • 14:33
მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავსი სენსიტიური თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

„მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ - რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. მე თბილისის მაგალითზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში - იმდენი სტერილიზაცია/კასტრაცია გაკეთდა, რაც არასდროს ჩატარებულა. გარდა ამისა, ხორციელდება ახალი პროექტები და გლდანში შენდება 500 ძაღლზე გათვლილი  თავშესაფარი. ეს, რა თქმა უნდა, კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგდეს და გამართული იყოს. ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო,  თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge