png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე

  • პოლიტიკა
  • 14.04.2026
  • 14:33
დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„უნგრეთის მაგალითის გარეშეც, ჩვენთვის არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა კი დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რასაც ვიმეორებდით, რომ ავტოკრატიების დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და არჩევნების, როგორც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული ფორმის დისკრედიტაცია და მარგინალიზება იყო პოლიტ-თაღლითური ავანტიურა და დანაშაული ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე.

 აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს - ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით.

4 ოქტომბრის ავანტიურაც ამისთვის გამოიგონეთ და დადგით, ფეიკ-რევოლუცია, არჩევნებთან დასაპირისპირებლად, მოქალაქეების დემორალიზებისთვის, ნიჰილიზმისთვის და დღეს, არც ერთი მხარე, არც ფეიკ-რევოლუციონერები და არც მათი წამხალისებლები და ორგანიზატორები „ოცნებიდან“, ხმას არ იღებთ, რეალურად რა მოხდა 4 ოქტომბერს - უბრალო ადამიანები როგორ და რატომ გაიმეტეთ ციხეებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ სიმართლე და ამ სიმართლეს თქვენ „ოცნება“ და „რევოლუციური კომიტეტი“ ერთად უმალავთ საზოგადოებას.

უნგრეთის მაგალითმა უნდა გვასწავლოს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისთვის სჭირდება მძიმე შრომა და რთულ გზაზე სიარული, არა მყიფე ელექტორალური უპირატესობა, არამედ მყარი და დამაჯერებელი, რათა გაყალბების მექანიზმებმა ვერ შეძლონ ეფექტიანი მუშაობა. ამისთვის იმ ადამიანებთან მისვლა გვჭირდება, რომელსაც „ოცნების“ ყალბი პროპაგანდა გამოგონილი შიშებით კვებავს, რომელთაც ჰიბრიდულ ომს უწყობს საკუთარი მთავრობა და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება, როდესაც მათი ხმების მოტყუებით თუ ძალადობით მიღება სჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად.

ხელისუფლებაში დარჩენა კი სჭირდება: არა მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, არა ფასების შესამცირებლად, არა მინიმალური ხელფასის ზღვარის დასაწესებლად, არა პენსიების გასაზრდელად, არა ჯანდაცვაზე სრულყოფილი ხელმისაწვდომობისთვის, არამედ იმისთვის, რომ კორუფციული მართვის სისტემით, მეტი ფული იშოვონ ხალხის მიერ დაქირავებულმა „ოცნების“ კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა და უზრუნველად იცხოვრონ მხოლოდ მათმა ოჯახებმა, მხოლოდ მათ შვილებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, მათ ხანდაზმულებს ღირსეული სიბერე და ხარისხიან ჯანდაცვასთან წვდომა.

უნგრეთის მაგალითი უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, ოპოზიციისთვისა და თქვენთვის - „ოცნებისთვისაც“, რადგან მარადიულად ვერ გამოეკიდებით ამ სკამებს და თქვენგან დაღლილი და შეურაცხყოფილი, თქვენივე ელექტორატი გამოგიტანთ პოლიტიკურ განაჩენს არჩევნებში,“ - განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge