png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე

  • პოლიტიკა
  • 20.04.2026
  • 16:43
პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვა არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორ უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ეს პროცესი.

„მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდულები. მათ თავგზა აუბნიეს საკუთარ პატრონსაც, ბიძინა ივანიშვილსაც. ამდენი თვეა ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება ჩვენ არ გვინახავს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არა მხოლოდ იზოლაცია, არამედ სიღარიბე, უმუშევრობის ზრდა, ფასების ზრდა, ის ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს ძალიან მძიმედ ტვირთად აწვება. ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“ და ამის შემდეგ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც არ უნდა გადადგან, უფრო მეტად გააღრმავებს ამ კრიზისს, პოლარიზაციას და ისევ „ქართულ ოცნებას“ შემოუბრუნდება უკან,“ - განაცხადა სიორიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge