png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის, ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც - მეუფე იობი

  • კომენტარები
  • 06.05.2026
  • 14:49
მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის, ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც - მეუფე იობი

ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი, მეუფე იობმა განაცხადა, რომ ჩარევები ხდება. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიაზე არის ზეწოლაც. 

მისი თქმით,  რეფორმები უნდა გატარდეს და ამასთან დაკავშირებით რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უნდა იყოს მოწვეული. 

"მე ჩემი ხედვები უკე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი. ახლა დროში ვერ ჩავეტევი. ცვლილებები უნდა მოხდეს, რეფორმები უნდა გატარდეს რა თქმა უნდა ძალიან  ბევრი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რუის ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში", - აღნიშნა მეუფემ

ეკლესიაში გარე ჩარევასთან დაკავშირებით, მეუფე იობმა განაცხადა:

"ნუ ფაქტიურად, ეს ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ხდება კიდეც. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. კონკრეტულად ვერაფერს გამოვყოფდი. მე მინდოდაა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაისაც. წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და უნდა შევცვალოთ მომავალში, რადგან ეს შეღუდვები არ უნდა იყოს, არც წლოვანებასთან და არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით", - თქვა მეუფე იობმა. 

ამასთან, მისი თქმით, მოპარულია მისი დიპლომი.

"მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. მე ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც", - თქვა მან.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან განმარტა, საპატრიარქოდან დაურეკეს და დიპლომის წარდგენა სთხოვეს, თუმცა მან დიპლომი იქ ვერ ნახა, სადაც ეგულებოდა.

„დამირეკეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო“, - განაცხადა მეუფე იობმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge