png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა

  • ბიზნესი
  • 13.05.2026
  • 16:21
 "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა

"გაიარე მეტი" - ამ გზავნილით დაწყებულ კამპანიას "თეგეტა მოტორსი" ახალი, მასშტაბური აქტივობით განაგრძობს. ამჯერად კამპანიის ცენტრში ავტოინდუსტრიის ლიდერი ბრენდის, Bridgestone-ის საბურავებია. გიგანტური საბურავის ინსტალაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიარა და უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მალე ის კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსდება. პროექტის გაფართოება რეგიონებშიც იგეგმება - ინსტალაციები ზაფხულის სეზონზე ქუთაისსა და ბათუმშიც გამოჩნდება.

ნინა მამაცაშვილი, "თეგეტა მოტორსის" მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: "კამპანიამ სტარტი ერთი თვის წინ აიღო და ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ, თუ გინდა "გაიარო მეტი" უსაფრთხოდ, ამისთვის ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გამართული მუშაობაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ საბურავია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ აქტივობის ცენტრში საბურავი ყოფილიყო და პარტნიორ ბრენდად Bridgestone შევარჩიეთ. არჩევანი მსოფლიოს წამყვან ბრენდზე შემთხვევით არ შეგვიჩერებია - საბურავების პრემიუმ მწარმოებელი სწორედ ხარისხსა და უსაფრთხო გადაადგილებასთან ასოცირდება.

ინსტალაციის იდეაც, სწორედ ამ გზავნილის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფორმით გადმოცემას ემსახურებოდა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის – იქნება ეს ქალაქში თუ უფრო გრძელ გზაზე. ამასთანავე, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ "თეგეტა მოტორსი" არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორიც Bridgestone-ია, და გაიაროს მეტი უსაფრთხოდ და კომფორტულად".

კამპანიისთვის Bridgestone შემთხვევით არ შერჩეულა. "თეგეტა მოტორსისა" და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 27 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც "თეგეტა" იაპონური პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კომპანიამ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსიც მიიღო, დღეს კი ბრენდის უმსხვილეს პარტნიორად მიიჩნევა რეგიონში.

"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს Bridgestone-ის როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე SUV-ებისა და სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს. ბრენდის პროდუქტი ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამძლეობით, გზასთან სტაბილური მოჭიდებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. Bridgestone-ის საბურავები გათვლილია სხვადასხვა სეზონსა და გზის პირობაზე, რაც მძღოლებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე მგზავრობისას. შესაბამისად, "თეგეტა მოტორსში" მიიჩნიეს, რომ Bridgestone მათი კამპანიის კონცეფციას ყველაზე ზუსტად გამოხატავს. 

"გაიარე მეტი" "თეგეტა მოტორსის" ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე სეზონს მოიცავს და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ავტომობილის მოვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კამპანიის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს ეტაპობრივად შესთავაზებს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს, ახალ ანიმაციურ კონტენტსა და მასშტაბურ ინსტალაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტსა და ავტომობილის კონკრეტულ კომპონენტს დაეთმობა. კამპანიის მთავარი მიზანია, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კულტურა ყოველდღიურ და აუცილებელ ჩვევად იქცეს, რადგან უსაფრთხო გადაადგილება, როგორც მძღოლებისა და მგზავრებისთვის, ისე ქვეითებისთვის, სწორედ გამართული ავტომობილით იწყება.


თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge