png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა

  • მსოფლიო
  • 16.05.2026
  • 11:35
სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე აშშ-ს ეწვევა, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით. პეკინმა ამ კვირაში გამართული სამიტი „ისტორიულად“ და შინაარსობრივად მნიშვნელოვან შეხვედრად შეაფასა.

„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა სიღრმისეული კომუნიკაცია გამართეს და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს“,- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

.მისივე თქმით, ეს „ისტორიული შეხვედრა“ იყო. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში მიღწეულ პროგრესს.

ვან ის განცხადებით, სავაჭრო მოლაპარაკებების მონაწილეებმა მიაღწიეს „საერთო ჯამში დაბალანსებულ და პოზიტიურ შედეგებს, მათ შორის წინა კონსულტაციებზე მიღწეული ყველა შეთანხმების გაგრძელებით“. ჩინეთმა და აშშ-მ განიხილეს „სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე დაშვების საკითხები“ და ვაჭრობის გაფართოება ორმხრივი ტარიფების შემცირება. მისი თქმით, ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნაზე.

ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ვან იმ განაცხადა, რომ „.ჩინეთი მოუწოდებს როგორც აშშ-ს, ისე ირანს, გააგრძელონ უთანხმოებებისა და დავების, მათ შორის ბირთვული საკითხის, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა და მხარს უჭერს ორმუზის სრუტის რაც შეიძლება მალე გახსნას ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების საფუძველზე“.

უკრაინის საკითხზე, საუბრისას, ვან იმ განაცხადა, რომ იმედოვნებს კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებას.

„ჩინეთი და აშშ მზად არიან, გააგრძელონ კომუნიკაცია და კონსტრუქციული როლი შეასრულონ კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების ხელშეწყობაში,“ - განაცხადა ვან იმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge