png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის

  • მსოფლიო
  • 21.05.2026
  • 12:02
ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სრულუფლებიან წევრობამდე, უკრაინისთვის ევროკავშირში „ასოცირებული წევრის“ სპეციალური სტატუსის შექმნის ინიციატივით  გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.

მერცის წინადადებით, ეს უნდა იყოს დროებითი მექანიზმი, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილებს უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მოთხოვნას ევროკავშირში. საკუთარი ხედვა მან სხვა ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში წარმოადგინა.

კანცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოება „გეოპოლიტიკური აუცილებლობაა“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივია.

"დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ახალი იმპულსი უკრაინისთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვისთვის", - განაცხადა მერცმა.

მერცის ხედვით, „ასოცირებული წევრობის“ სტატუსი უკრაინას მისცემს გაფართოებულ უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის: ევროკავშირის საბჭოსა და ევროპული საბჭოს სხდომებში მონაწილეობას და ნაწილობრივ ხმის უფლებას, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მუშაობაში ჩართვას ხმის უფლების გარეშე, ევროკავშირის ბიუჯეტში ეტაპობრივ ინტეგრაციას, ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლის გავრცელებას უკრაინაზე, რაც ურთიერთდახმარებისა და თავდაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, ასევე ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემაში განსაკუთრებულ მონაწილეობას.

მერცის შეფასებით, ასეთი სტატუსი ხელს შეუწყობს როგორც უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას, ისე აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესებს, რადგან ის ეფუძნება ევროკავშირის ურთიერთდახმარების პრინციპს.

ამასთან, მისი წინადადებით, აღნიშნული უფლებები შეიძლება შემცირდეს, თუ უკრაინის რეფორმების პროცესი შეჩერდება ან ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დაშორდება.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვისთვის მერცი ცალკე, დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმებს განიხილავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge