png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

  • საზოგადოება
  • 26.05.2026
  • 11:10
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, PSP საზოგადოებას ახალი კამპანიით "თავისუფლება გადამდებია" ულოცავს.

თავისუფლების წყურვილი არასდროს ჩერდება ერთ ან ორ ადამიანზე, ის ვირუსივით გადამდებია, ოღონდ ეს ვირუსი საშიში კი არა, პირიქით - ერთადერთი კარგი ვირუსია. სხვადასხვა დროში ამ სულისკვეთების განელების უამრავი მცდელობა ყოფილა, თუმცა 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფლებას ვერ დაამარცხებ, ის გადამდებია.

"PSP-სთვის ვირუსებზე საუბარი უჩვეულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სიხარულით და სიამაყით ვსაუბრობთ თავისუფლების ვირუსზე, ყველაზე კარგ ვირუსზე, რომლის გადადებაც სასურველია. ამის გვჯერა და ამას მივუძღვენით წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის კამპანია. „ვირუსის“ გამოხატვის ფორმად კი დროშა შევარჩიეთ, როგორც თავისუფლების და სამშობლოს სიყვარულის მთავარი "სიმპტომი". - აცხადებს ანო გოგიჩაძე, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.

კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

„თავისუფლება, ისევე, როგორც ყველა ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სულ რაღაც ერთი ადამიანისგან, მისი მაგალითით, მისი შთაგონებით. ამის მრავალი დასტური გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც. სწორედ ეს მიგნება გახდა საფუძველი ამ კამპანიისთვის.

ვთქვით, რომ თავისუფლება ვირუსია, ოღონდ თუ სხვა ვირუსებს გაურბიხარ, ამას პირიქით სიხარულით უნდა შევხვდეთ და აღვნიშნოთ მისი გავრცელება. ყველაფერი, რაც ვირუსს გვახსენებდა ავიღეთ და კამპანიისთვის გამოვიყენეთ, ოღონდ უკვე დადებით კონტექსტში: სწრაფი ტესტი, კლასტერების თვლა, სიმპტომები და რაც მთავარია - ბატონი ამირან გამყრელიძე, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცის ვირუსის და თავისუფლების ხასიათი. განსაკუთრებული მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა მონაწილეობაზე.“ - კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.

PSP-ს შარშანდელ დამოუკიდებლობის კამპანიას, ეპიკურ ოდას თავისუფლებაზე, დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და ათობით ჯილდოს მფლობელი გახდა შემოქმედებით ფესტივალებზე, მათ შორის მრავალი ოქროს, გრან პრისა და სპეციალური პრიზების.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge