png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება

  • მსოფლიო
  • 29.05.2026
  • 12:25
რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ გალატში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წარმოადგენს საფუძველს ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის კონსულტაციების ამოქმედებისთვის.

მინისტრის თქმით, ასეთი ინციდენტები მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებიც ალიანსის წევრებს შორის კონსულტაციების დაწყებას ამართლებს, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების საფრთხეს ხედავს.

მისივე განმარტებით, მე-4 მუხლის გამოყენება საერთო გადაწყვეტილებაა და ის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც რუმინეთს შეუძლია ისარგებლოს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მოკავშირეებთან, ხოლო რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი დღის განმავლობაში გააკეთებს შესაბამის განცხადებას.

კითხვაზე, მოიწვევენ თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას და განიხილა თუ არა მან ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან, მინისტრმა უპასუხა, რომ განხილვები მიმდინარეობს.

„პრეზიდენტმა დღეს უნდა გააკეთოს საჭირო განცხადებები. პრეზიდენტის პრეროგატივაა, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო და შესაბამისად, აცნობოს ფართო საზოგადოებას ამის შესახებ. როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე მე მუდმივ კონტაქტზე ვართ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ინფორმაცია მიიღო ნატ-ოს გენერალურმა მდივანმაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ერთად გაიარონ კონსულტაციები, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge