png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

  • საზოგადოება
  • 02.06.2026
  • 23:53
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე - KIAF, გრან-პრი, 3 Best of Contest, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

Kyiv International Advertising Festival, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმა, წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი.

PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაზე "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. ეს წარმატებული თანამშრომლობა 2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.

ამაღელვებელია KIAF-ის ჯილდოები: გრანპრის გარდა, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა 3 კატეგორიაში - Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა), Film Craft / Direction (რეჟისურა) და Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები), ასევე დაჯილდოვდა 3 ოქროს -  Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა), Film Craft / Script (სცენარი) და Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება), 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ KIAF-ზე ჩვენი 2025 წლის ზაფხულის კამპანია „მეშეზლონგემ უკეთ იცის“ ფესტივალის ჟიურის ყურადღება და ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს პრიზი ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება: Client's View / Healthcare.

KIAF-ს წინ უძღოდა Baku Flames - მნიშვნელოვანი რეგიონული კრეატიული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად ტარდება. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 2025 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილმა კამპანიამ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება, როგორც უმთავრესი ფასეულობა, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია და რომ ჩიტებს ფრენა არასდროს  ავიწყდებათ"-  აცხადებენ PSP-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge