png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

  • მსოფლიო
  • 02.06.2026
  • 18:23
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ მხარეები უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.

ამის შესახებ მან სამშაბათს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მადიარის თქმით, უნგრეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე ტექნიკურ დონეზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ენობრივი, კულტურული და საგანმანათლებლო უფლებების საკითხებზე.

„ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედისმომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკურ დონეზე მათი დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება,“ - აღნიშნა მან.

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, თუ ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული, ის მზად არის მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს.

„უმცირესობებისთვის საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან საკუთარი კულტურული უფლებების დაცვა დამატებითი პრივილეგია კი არა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება სურს, ეს უფლებები უნდა დაიცვას,“ - განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ ხანგრძლივი დავის მოგვარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უნგრეთსა და უკრაინას შორის უკვე ათ წელზე მეტია არსებობს.

„ჩვენ მზად ვართ, უნგრულ-უკრაინულ ურთიერთობებში ახალი გვერდი გადავფურცლოთ,“ - დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge