png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა

  • ბიზნესი
  • 02.06.2026
  • 18:51
„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურმა საგაზაფხულო კამპანიამ „ქალი მართავს“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკრაინის პრესტიჟულ კრეატიულ დაჯილდოებაზე Kyiv International Advertising Festival (KIAF), რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ სარეკლამო პროექტებს ავლენს, „თეგეტას“ კამპანიამ სარეკორდო რაოდენობის ჯილდო - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - დაიმსახურა.

კამპანია, რომელიც კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი უნარების ხაზგასმას, რომლებითაც ქალები ნებისმიერ, მათ შორის სტერეოტიპულად მასკულინურ პროფესიებსა და საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს. პროექტის მთავარი საიმიჯო ვიდეორგოლი სხვადასხვა სფეროს 27 ძლიერ ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მართვა არა გენდერის, არამედ შინაგანი ძალის, ცოდნისა და მონდომების საკითხია.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ კი, Kyiv International Advertising Festival-ზე ასეთი აღიარება ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლად გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. ეს კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებით ავთენტიკურია, რადგან „თეგეტას“ 30-წლიან ისტორიაში მას პირველად მართავს ქალი. მოპოვებული საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი გარემოს შენება“.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ არა მხოლოდ მარტის კამპანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე 11 ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ გზავნილი, რომელიც ამ კამპანიაში ჩავდეთ, უნივერსალური და ძლიერია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეამ და კრეატიულმა შესრულებამ საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვჯერა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.

კამპანიის კრეატიულ კონცეფციასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს JoyBoy-ს ქოფირაითერი სოფო ლომინეიშვილი: „ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის უდიდესი შემოქმედებითი და ემოციური გამოწვევა იყო. გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლია - მიზნად ვისახავდით რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიების ჩვენებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვიდეოში მონაწილე 27-ვე ქალი საკუთარი სფეროს ნამდვილი გმირია. უკრაინის კრეატიულ დაჯილდოებაზე მიღებული 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო არის იმის დასტური, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს. ვამაყობთ „თეგეტასთან“ პარტნიორობით, რომელმაც მოგვცა სრული თავისუფლება ამ თამამი იდეის განსახორციელებლად“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერისთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია. კამპანია „ქალი მართავს“ ზუსტად პასუხობს კომპანიის შიდა კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge