png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო

  • პოლიტიკა
  • 04.06.2026
  • 15:08
იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო

იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა.

რუბიომ უპასუხა კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას. 

უილსონის შეკითხვა: "პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელოც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, ისინი ხელს უწყობენ ისლამურ რევოლუციურ გვარდიას და გვერდს უვლიან თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს?“

„საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რისი შესრულება იქნება საჭირო. მათგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მივიღეთ. ამიტომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?“ ჩვენ მათ ამაზე პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ურთიერთობის  ტრაექტორიას საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge